დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ძალიან ჯიუტები არიან. მათი დამორჩილება საკმაოდ რთულია.

ვერძი – მისი აზრი ყოველთვის #1 ია

ლომი – ის მეფეა, რატომ უნდა დაგემორჩილოთ?

თხის რქა – ის ხომ რქიანია, თავისი აზრი აქვს ყველაფერზე

კურო – არ მოგისმენთ, თუ პირველი თქვენ არ მოუსმენთ

კირჩხიბი – ძალიან ეჭვიანი, ჯიუტი და ცეცხლოვანი ხასიათი აქვს

ასევე დაგაინტერესებთ – რას ვერ იტანენ ზოდიაქოს ნიშნები

ასაკთან ერთად ნაოჭების გაჩენა ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა ზოგიერთი ქალი განსაკუთრებით რთულად ეგუება. რა თქმა უნდა, ყველას სურს ძალიან დიდხანს ლამაზად და ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს.

მოცემულ სტატიაში გთავაზობთ შესანიშნავ პროდუქტებს, რომლებიც ყელიდან მოგაცილებენ ნაოჭებს.

ყელი ხომ ყველაზე მეტად იპყრობს გარშემომყოფთა ყურადღებას. ამასთანავე მამაკაცების 60% ქალის ყველაზე მიმზიდველ და სექსუალურ ადგილად ყელს მიიჩნევს.

კანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ვიტამინებით მომარაგება. განსაკუთრებით საჭიროა C ვიტამინი. გირჩევთ, მიიღოთ ბოსტნეული და ხილი. C ვიტამინით განსაკუთრებით მდიდარია ციტრუსები.

გარდა ამისა, კანის დაბერებას მზის სხივები უწყობს ხელს. მოერიდეთ მზეზე დიდხანს ყოფნას. ასევე კარგი იქნება თუ იშვიათად ესტუმრებით სოლარიუმებს.

განსაკუთრებით სასარგებლოა ძილის წინ ომეგა-3 და ომეგა-6-ით მდიდარი საკვების მიღება. აღნიშნულ ნივთიერებებს ყველაზე დიდი რაოდენობით ავოკადო, გოგრა, ისპანახი და ორაგული შეიცავენ.

ძილის წინ ომეგა-3-6-ის მიღება კოლაგენის წარმოქმნაში ეხმარება ორგანიზმს, რაც თავის მხრივ კანის უჯრედების აღდგენას და გაძლიერებას უწყობს ხელს.

ბავშვობიდან გვასწავლიდნენ, რომ ხილი და ბოსტნეული იმდენი შეგვიძლია ვჭამოთ, რამდენიც გაგვიხარდება, რადგან არაფერს გვავნებს, ვიტამინებით სავსე პროდუქტებია. მაგრამ ყველაფერს თავისი წესი აქვს და ზომიერების ფარგლებს თუ გავცდებით, სასარგებლო შეიძლება საზიანო გახდეს ორგანიზმისთვის.
მოცემულ სტატიაში გთავაზობთ 5 პროდუქტს, რომლის მიღებისას უნდა დაიცვათ ერთი მარტივი წესი. არ მიირთვათ მშიერ კუჭზე. თუ რატომ, ქვემოთ მოგახსენებთ.

1. პომიდორი – მდიდარია ვიტამინებითა და ანტიოხსიდანტებით, თუმცა მისი მიღება უზმოზე სასტიკად აკრძალულია. პომიდვრის წვენი ადვილად ირევა კუჭის წვენში, შედეგად იწყება ტკივილი და კუჭის წვა. განსაკუთრებით კუჭის წყლულით დაავადებულები უნდა მოერიდონ უზმოზე პომიდვრის მიღებას.

2. ციტრუსები – მდიდარია C ვიტამინით და ძალიან სასარგებლოა, მაგრამ უზმოზე მათი ჭამა არ შეიძლება მაღალი მჟავიანობის გამო.

3. ყავა / ჩაი – მათი მიღების შემდეგ ორგანიზმს უქვეითდება მადა, რის გამოც ირღვევა დღის რეჟიმი. უმჯობესია დილა მათ გარეშე დაიწყოთ, ხოლო ყავა ან ჩაი ლანჩზე მიირთვათ.

ბრწყინვალე ფორმაში ყოფნა მხოლოდ მაღალი ხარისხის ტანსაცმლით და სუნამოებით შეუძლებელია. საჭიროა ვიზრუნოთ სახის კანზეც. ალბათ, ყველას გვიქმნის დისკომფორტს, როცა სახეზე გამონაყარი გვაქვს. თითქოს არაფერი გვიხდება. ვიკეთებთ მაკიაჟს, რომელიც სრულად ვერ ფარავს ნაკლს.

ჩვენი სახის კანი ერთგვარი სარკეა, რომელზეც კარგად არის აღბეჭდილი ნაოჭები, მზის ლაქები, აკნე, ნაიარევი და ა.შ. დროთა განმავლობაში გროვდება ეს ყველაფერი და საბოლოოდ ცუდ შედეგს გვაძლევს.

ამ სტატიაში გთავაზობთ ნარევის მომზადების ინსტრუქციას, რომელიც სახლის პირობებში მზადდება. ნარევი შესანიშნავი მკვებავი საშუალებაა სახის კანისთვის. ამავე დროს, ბუნებრივია და ქიმიურ ელემენტებს არ შეიცავს.

თუ ყველაფერს ზუსტად გააკეთებთ, პირობას გაძლევთ, რომ თქვენი სახის კანი გაიწმინდება, დატენიანდება და ნელნელა გაქრობას დაიწყებს უსიამოვნო ელემენტები. შედეგს პირველივე პროცედურებიდან იგრძნობთ.

ინგრედიენტები:

– საკვები სოდა

– ვაშლის ძმარი

– 1/2 ცალი ლიმონი

– თაფლი

მომზადება:

ნახევარ ჭიქა წყალში გახსენით 1 ჩ/კ ვაშლის ძმარი. პატარა თასში ჩაყარეთ 1 ს/კ სოდა და ნელნელა დაუმატეთ ძმრის ნარევი. ჩააწურეთ ნახევარი ლიმონი და საბოლოოდ, 1 ს/კ თაფლიც დაამატეთ. კარგად მოურიეთ, სანამ ყველაფერი არ გაიხსნება ერთმანეთში.

გამოყენების წესი:

სანამ ნიღაბს გაიკეთებთ, სახე კარგად დაიბანეთ თბილი წყლითა და საპნით. თბილი წყალი სახის ფორებს გახსნის. ამის შემდეგ კარგად შეიშრეთ სახე და დაიწყეთ ნარევის წასმა. ეცადეთ თვალებს მოარიდოთ, რათა თავიდან აირიდოთ წვა. გაიჩერეთ 5-10 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ამის შემდეგ სახე გაიგრილეთ ცივი წყლით და კარგად შეიმშრალეთ.

შედეგს პირველივე პროცედურის შემდეგ დაინახავთ. გაიმეორეთ კვირაში 2-ჯერ და 1 თვეში თქვენს სახის კანს ვერც იცნობთ.

Create a free website or blog at WordPress.com.

Up ↑

Design a site like this with WordPress.com
Get started